პლასიდო დომინგო კორონავირუსთან დაკავშირებული გართულებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს - კვირის პალიტრა

პლასიდო დომინგო კორონავირუსთან დაკავშირებული გართულებების გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს

ცნობილი ესპანელი ტენორი პლასიდო დომინგო covid-19-თან დაკავშირებული გართულებების გამო მექსიკის ქალაქ აკაპულკოს ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს,- ამის შესახებ ინფორმაციას "სი-ენ-ენი" ავრცელებს.

"ის თავს კარგად გრძნობს და მკურნალობას ექვემდებარება,"- განაცხადა პლასიდო დომინგოს პრეს-სპიკერმა.

შეგახსენებთ, 79 წლის ოპერის მომღერალს კორონავირუსი ერთი კვირის წინ დაუდგინდა, ამის შესახებ ესპანელმა ტენორმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. დომინგოს ინფორმაციით, ის და მისი ოჯახის წევრები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ექიმები განსხვავებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. ოპერის მომღერალმა ყველას მოუწოდა, ძალიან ფრთხილად ყოფილიყვნენ და აუცილებლად დარჩენილიყვნენ სახლებში.

იხილეთ ასევე: "ჩემს მორალურ ვალდებულებად მიმაჩნია, შეგატყობინოთ, რომ კორონავირუსით დავინფიცირდი" - ცნობილი ტენორი ოჯახთან ერთად კარანტინშია