პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - კვირის პალიტრა

პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

მედიის ინფორმაციით, პრინცი ჩარლზი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა და თავს კარგად გრძნობს. ინფორმაციას მისი პრესსპიკერიც ადასტურებს.

"ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, უელსის პრინცი თვითიზოლაციაში აღარ იმყოფება",-აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, პრინცი ჩარლზის ინფიცირების შესახებ ინფორმაცია 25 მარტს გავრცელდა. ის კარანტინში 7 დღის მანძილზე იმყოფებოდა.