ბენიამინ ნეთანიაჰუს კორონავირუსი არ დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ბენიამინ ნეთანიაჰუს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მის უახლოეს გარემოცვას კოვიდ-19 არ დაუდასტურდა. თუმცა, ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის მითითებამდე იზოლაციაში დარჩება. ამის შესახებ პრემიერის კანცელარია იუწყება.

მათი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, მისი ოჯახი და უახლოესი გარემოცვა არ არის დაინფიცირებული.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ნეთანიაჰუ არ ყოფილა ადმინისტრაციის თანამშრომელთან კონტაქტში, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

ისრაელის მედიამ გამოაქვეყნა პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ვინაობა, რომელიც კორონავირუსით დაინფიცირდა.

"ინტერპრესნიუსი"