სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა - კვირის პალიტრა

სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა

სომხეთში სავალდებულო თვითიზოლაცია გამოცხადდა. განცხადება ამის შესახებ მთვრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად მოძრაობა ეზღუდებათ. მოძრაობა შეზღუდულია ქალაქებსა და პროვინციებს შორისაც.

გადაწყვეტილება პირველი აპრილიდან შედის ძალაში და 12 აპრილამდე იმოქმედებს.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 532 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"