იტალიაში კორონავირუსით 66 ექიმი დაიღუპა - კვირის პალიტრა

იტალიაში კორონავირუსით 66 ექიმი დაიღუპა

იტალიაში კორონვირუსით სულ მცირე 66 ექიმი დაიღუპა, ხოლო ჯანდაცვის სფეროს 9000 მუშაკი დაინფიცირდა. ინფორმაციას ჯანდაცვის მონაცემების ეროვნული ინსტიტუტი ავრცელებს.

"არის კიდევ შემთხვევები, როცა ბევრი ექიმი უეცრად იღუპება, ისე, რომ პირდაპირ ვირუსთან ვერ დავაკავშირებთ, რადგან ტესტი არ გაუვლიათ", - აცხადებენ ორგანიზაციაში. მათივე თქმით, ექიმების გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი საკმარისი აღჭურვილობის უქონლობაა.

ცნობისთვის, იტალიაში ამ დროისთვის კორონავირუსის 105 782 შემთხვევაა გამოვლენილი. დაღუპულთა რიცხვმა ქვეყანაში 12 420-ს გადააჭარბა.

"ინტერპრესნიუსი"