ჩეჩნეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვეევა დაფიქსირდა - კვირის პალიტრა

ჩეჩნეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვეევა დაფიქსირდა

ჩრდილოეთ კავკასიაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვეევა დაფიქსირდა.

"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ჩეჩნეთში 82 წლის ქალი დაიღუპა. ქალი, ჩეჩნეთში 24 მარტს, მოსკოვიდან დაბრუნდა და მას ვირუსის სიმპტომები გამოუვლინდა.

ცნობისთვის, ჩეჩნეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 8 დადასტურებული შემთხვევის შესახებაა ცნობილი.

"ინტერპრესნიუსი"