იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 727 ადამიანი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 727 ადამიანი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შედეგად, იტალიაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 727 ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში გარდაცვლილთა რიცხვი 13 155-მდე გაიზარდა. ახალი სტატისტიკური მონაცემები worldometers-ზეა გამოქვეყნებული.

ამავე ინფორმაციით, დაინფიცირების ახალი შემთხვევები 4 782-ით გაიზარდა და 110 574 შეადგინა.

იტალიაში ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 16847 ადამიანი.