ფილიპინების პრეზიდენტმა კარანტინის წესების დამრღვევი პირების დახვრეტის ნებართვა გასცა - კვირის პალიტრა

ფილიპინების პრეზიდენტმა კარანტინის წესების დამრღვევი პირების დახვრეტის ნებართვა გასცა

ფილიპინების პრეზიდენტმა როდრიგო დუტერტემ პოლიციას და სამხედროებს ნება დართო, დახვრიტონ კარანტინის წესების დამრღვევი პირები, თუკი ისინი სამართალდამცავებს არ დაემორჩილებიან და მათ სიცოხლეს საფრთხეში ჩააგდებენ.

"ჩემი განკარგულება პოლიციასა და სამხედროებს: თუკი ისინი უმართავები გახდებიან, შეგეწინააღმდეგებიან და თქვენს სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, დახვრიტეთ ისინი! სჯობს დაიხოცნონ, ვიდრე ქაოსი გამოიწვიონ. მე თქვენ დაგმარხავთ,"- განაცხადა ფილიპინების პრეზიდენტმა ტელემიმართვის დროს.

ბოლო მონაცემებით, ფილიპინებში ახალ კორონავირუსს 96 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ინფიცირებულია 2 311 ადამიანი, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 50-ია.

"ინტერპრესნიუსი"