მოსკოვი იმ ქვეყნებს, რომლებმაც რეზოლუცია დაბლოკეს განმარტებებს სთხოვს, საქართველოს და უკრაინას კი მოუწოდებს, რომ "თავი არ შეიწუხონ" - კვირის პალიტრა

მოსკოვი იმ ქვეყნებს, რომლებმაც რეზოლუცია დაბლოკეს განმარტებებს სთხოვს, საქართველოს და უკრაინას კი მოუწოდებს, რომ "თავი არ შეიწუხონ"

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირის ქვეყნებმა, უკრაინამ, საქართველომ და გაერთიანებულმა სამეფომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დაბლოკა რუსული რეზოლუციის პროექტი სანქციების მოხსნის შესახებ, რაც ხელს უშლის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, - ამის შესახებ ნათქვამია გაეროში რუსეთის მუდმივი მისიის ვებგვერდზე.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის გარდა, რეზოლუციას 28 თანაავტორი ჰყავდა. მოსკოვი მოუწოდებს იმ ქვეყნებს, ვინც რეზოლუციის პროექტი დაბლოკა, წარმოადგინონ ახსნა-განმარტებები საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ.

რაც შეეხება საქართველოს და უკრაინას, რუსი დიპლომატები აცხადებენ, რომ ამ ქვეყნებმა "თავი არ შეიწუხონ, რადგან მათი პოლიტიზირებული არგუმენტები არაფრის მომცემია".

"ინტერპრესნიუსი"