ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 10935-ს მიაღწია.

ამასთან, მცირეოდენით შემცირებას განაგრძობს ახალი შემთხვევების რაოდენობა.

ქვეყანაში ბოლო დღის მანძილზე 7470 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი, რითაც დადატურებულ შემთხვევათა რაოდენობა 117710-მდე გაიზარდა.