ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა
ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 10935-ს მიაღწია.
ამასთან, მცირეოდენით შემცირებას განაგრძობს ახალი შემთხვევების რაოდენობა.
ქვეყანაში ბოლო დღის მანძილზე 7470 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი, რითაც დადატურებულ შემთხვევათა რაოდენობა 117710-მდე გაიზარდა.