თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

თურქეთში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა 425-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 69 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 425-ს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეთინ კოჯაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაინფიცირების 2 786 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულების რიცხვი 20 921-მდე გაიზარდა.

დღემდე გამოჯანრთელებული და საავადმოფოებიდან გაწერილია 484 პაციენტი.

"ინტერპრესნიუსი"