თურქეთში 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის კომენდანტის საათი დაწესდა - ჩაიკეტა 31 ქალაქი - კვირის პალიტრა

თურქეთში 20 წლამდე ახალგაზრდებისთვის კომენდანტის საათი დაწესდა - ჩაიკეტა 31 ქალაქი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა კომენდანტის საათი დააწესა, რომელიც 20 წლამდე მოქალაქეებზე ვრცელდება.

ამასთან წუხელ, ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ ჩაიკეტება 31 ქალაქი, სადაც მხოლოდ აუცილებელი საჭიროების მანქანები შეძლებენ შესვლას. ქალაქებს შორისაა ქვეყნის ორი საკვანძო ქალაქი, სტამბოლი და ანკარა.

ცნობისთვის, თურქეთში კორონავირუსის 20 000-ზე მეტი შემთხვევაა აღრიცხული. გარდაცვლილთა რიცხვმა კი 424-ს მიაღწია.

"ინტერპრესნიუსი"