ბრიტანეთში კორონავირუსს 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ბრიტანეთში კორონავირუსს 5 წლის ბავშვი ემსხვერპლა

ბრიტანეთში კორონავირუსით 5 წლის ბავშვი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს მძიმე თანმხლები დაავადება ჰქონდა. ის ქვეყანაში ვირუსის ყველაზე პატარა მსხვერპლია.

ბოლო 24 საათის მანძილზე ბრიტანეთში 708 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის 41 903 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"ინტერპრესნიუსი"