ჩერნობილის ზონაში, ტყის მასივი იწვის - კვირის პალიტრა

ჩერნობილის ზონაში, ტყის მასივი იწვის

ჩერნობილის ზონაში, ტყის მასივი იწვის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხანძარი შაბათს, 4 აპრილს გაჩნდა. ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში ჩართულია ავიაციაც, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაციას რადიაციული ფონი ართულებს.

არსებული ცნობით, ცეცხლი 20 ჰექტარ ტერიტორიაზე, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის რადიაციის გაჟონვის ზონაში, ვლადიმიროვკა-კოტოვსკის დასახლებასთან ახლოს გაჩნდა.

5 აპრილის მონაცემებით, ტყეში ღია ცეცხლი აღარ არის და ცალკეული კერები შეინიშნება. ხელისუფლების ინფორმაციით, ადგილზე რადიაციული ფონი ნორმის ფარგლებშია. ხანძარი დასახლებულ პუნქტებს არ ემუქრება.

"ინტერპრესნიუსი"