ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვი კორონავირუსით დაინფიცირდა - კვირის პალიტრა

ნიუ-იორკის ზოოპარკში ვეფხვი კორონავირუსით დაინფიცირდა

ნიუ -იორკში, ბრონქსის ზოოპარკში ვეფხვს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "სიენენი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ვეფხვს გამოკვლევა მას შემდეგ ჩაუტარეს, რაც მასსა და ზოოპარკის კიდევ ხუთ ბინადარ ვეფხვსა და ლომს ვირუსისითვის დამახასიათებელი სიმპტომები დაეწყოთ.

ზოოპარკის ადმინისტრაციის ვარაუდით, ცხოველებს ვირუსი მომვლელისგან გადაედოთ, რომელიც კორონავირუსისგან დაინფიცირებული იყო, თუმცა სიმპტომები არ აღენიშნებოდა.

ზოოპარკი საზოგადოებისთვის 16 მარტიდანაა დახურული.

"ინტერპრესნიუსი"