დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.მის მოვალეობას დროებით, სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი შეასრულებს.”კვირას საღამოდან პრემიერ-მინისტრი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა ლონდონში, საავადმყოფოში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის სიმპტომებით იქნა შეყვანილი.დღეს, დღის მეორე ნახევარში, პრემიერ-მინისტრის მდგომარეობა გაუარესდა და მისი სამედიცინო გუნდის რჩევით, საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს",-ნათქვამია პრემიერის ადმინისტრაციის განცხადებაში.მათივე ინფორმაციით, პრემიერზე შესანიშნავად ზრუნავენ და ბორის ჯონსონი მადლობას უხდის მედიკოსებს შრომისმოყვარეობისა და თავდადებისთვის.ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.პრემიერის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება, რომ ჯონსონს უნარჩუნდება ვირუსისთვის დამახასიათებელი მუდმივი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა."ინტერპრესნიუსი"