საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მთლიანობაში 10 000-ს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მთლიანობაში 10 000-ს გადააჭარბა

საფრანგეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა მთლიანობაში 10 000-ს გადააჭარბა - ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. სამინისტროს ცნობით, 7 091 ადამიანი საავადმყოფოებში დაიღუპა, ხოლო 3 237 - თავშესაფრებში.

საფრანგეთში ამ დროისთვის ვირუსის გამო 30 000-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული, ხოლო მათგან 7 131 ადამიანს ინტენსიური თერაპია უტარდება. საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ჯამში 109,069 -ს შეადგენს, ხოლო ვირუსისგან 20 000-მდე პაციენტი განიკურნა.

"ინტერპრესნიუსი"