"ბორის ჯონსონი მებრძოლია, გადაიტანს" - როგორია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა
"ბორის ჯონსონი მებრძოლია, გადაიტანს" - როგორია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჟანგბადიმიეწოდება, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული არ არის.

"დარწმუნებული ვარ, გადაიტანს, ვინაიდან, რაც პრემიერ-მინისტრის შესახებ დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ ის მებრძოლია. მალე მართვის სადავეს დაუბრუნდება და ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს," - განაცხადა დომინიკ რააბმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, მდგომარეობის გაუარესების გამო 6 აპრილს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში
გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"


რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები