"ბორის ჯონსონი მებრძოლია, გადაიტანს" - როგორია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

"ბორის ჯონსონი მებრძოლია, გადაიტანს" - როგორია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დომინიკ რააბი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის მდგომარეობა სტაბილურია, მას ჟანგბადიმიეწოდება, თუმცა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე მიერთებული არ არის.

"დარწმუნებული ვარ, გადაიტანს, ვინაიდან, რაც პრემიერ-მინისტრის შესახებ დანამდვილებით ვიცი არის ის, რომ ის მებრძოლია. მალე მართვის სადავეს დაუბრუნდება და ამ კრიზისიდან გამოგვიყვანს," - განაცხადა დომინიკ რააბმა პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელსაც რამდენიმე დღის წინ კორონავირუსი დაუდგინდა, მდგომარეობის გაუარესების გამო 6 აპრილს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსი"