ჩინეთმა რუსეთიდან კორონავირუსის შემთხვევების იმპორტირების გამო, ქვეყნის ერთ-ერთი მოსაზღვრე ქალაქი ჩაკეტა - კვირის პალიტრა

ჩინეთმა რუსეთიდან კორონავირუსის შემთხვევების იმპორტირების გამო, ქვეყნის ერთ-ერთი მოსაზღვრე ქალაქი ჩაკეტა

ქალაქ უხანის გახსნის შემდეგ, ჩინეთი მკაცრ კარანტინს ჩრდილოეთ ჰეილონგიანგის პროვონციის ქალაქ სუფნზე აწესებს. აღსანიშნავია, რომ პროვინციაში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა მათგანი რუსეთიდან იყო იმპორტირებული.

სუფინში მოსახლეობას თავისუფლად მოძრაობა აეკრძალა. მოქალაქეები სახლში უნდა დარჩნენ და ოჯახის მხოლოდ ერთ წევრს აქვს უფლება დატოვოს სახლი, ისიც მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ჩინეთში, გასულ დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა დღეებთან შედარებით გაზრდილია.

"ინტერპრესნიუსი"