თურქეთის პრეზიდენტი: "არ არსებობს ვირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია" - კვირის პალიტრა

თურქეთის პრეზიდენტი: "არ არსებობს ვირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია"

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, მტერს ახლა არა სამხედრო, არამედ სამედიცინო არმია ებრძვის. მისი თქმით, პანდემიასთან ბრძოლაში დაახლოებით ნახევარი მილიონი მედიცინის მუშაკია ჩართული.

"არ არსებობს ვირუსი, ეპიდემია, რომელიც ჩვენს ქვეყანაზე ძლიერია",-აღნიშნა ერდოღანმა მოსახლეობისადმი მიმართვის დროს.

მისივე თქმით, ეს თურქეთის ეროვნული ბრძოლაა.

ცნობისთვის, თურქეთში ამ დროისთვის კორონავირუსის 34 109 შემთხვევაა დადასტურებული. ვირუსს ქვეყანაში 725 ადამიანი ემსხვერპლა.