ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა - რას წერს თედროს ადჰანომ გებრეიესუსი საქართველოს პრემიერზე? - კვირის პალიტრა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა - რას წერს თედროს ადჰანომ გებრეიესუსი საქართველოს პრემიერზე?

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მადლობა გადაუხადა.​

მან გიორგი გახარიას ტვიტი გააზიარა, სადაც გახარია მსოფლიო ჯანდაცვის დღესთან დაკავშირებით წერს.

"მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის",-წერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზიაციის დირექტორი.

ცნობისთვის, გუშინ გიორგი გახარიამ დაწერა: "დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. მინდა ქართველ ხალხსა და მსოფლიოს ვუსურვო სიმტკიცე, იმედი და ჯანმრთელობა. ჩვენ უსაზღვრო მადლიერებას გამოვხატავთ ექიმების, ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლებისა და ყველა პროფესიონალის მიმართ, რომლებიც გმირულად ებრძვიან უხილავ მტერს.

"ინტერპრესნიუსი"