"ცხა­დად ვხე­დავთ, რომ აშშ-მა მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბის ყვე­ლა­ნა­ირ როლ­ზე თქვა უარი" - რას ამბობს მეთიუ ბრაიზა?
"ცხა­დად ვხე­დავთ, რომ აშშ-მა მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბის ყვე­ლა­ნა­ირ როლ­ზე თქვა უარი" - რას ამბობს მეთიუ ბრაიზა?
მსოფ­ლიო წეს­რი­გი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის და საქ­მი­ა­ნო­ბის სხვა­დას­ხვა ას­პექტს მო­ი­ცავს, დღეს­დღე­ო­ბით მთლი­ა­ნად კო­რო­ნა­ვირუსს ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. უზარ­მა­ზარ­მა ცვლი­ლე­ბებ­მა შე­საძ­ლოა, პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბის შემ­დე­გაც და­ტო­ვოს კვა­ლი.

პო­ლი­ტი­კა­ზე სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცია; ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, რო­გორც მსოფ­ლი­ოს ლი­დე­რი სა­ხელ­მწი­ფო, თა­ვი­სუ­ფა­ლი მი­მოს­ვლა და სა­ერ­თოდ, გლო­ბა­ლი­ზა­ცია - დგე­ბა თუ არა ეს ყვე­ლა­ფე­რი კი­თხვის ნიშ­ნის ქვეშ?

ამე­რი­კე­ლი დიპ­ლო­მა­ტი, აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის ყო­ფი­ლი თა­ნა­შემ­წე მე­თიუ ბრა­ი­ზა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში ამ­ბობს, რომ ის თუ, რა კვალს და­ტო­ვებს კრი­ზი­სი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, მის ხან­გრძლი­ვო­ბა­ზეა
და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

- მსოფ­ლი­ო­ში არა­ვის, ვინც 102 წელ­ზე ნაკ­ლე­ბი ასა­კი­საა, არ გა­მო­უც­დია არა­ფე­რი მსგავ­სი, და არც არა­ვინ იცის, რო­დის დამ­თავ­რდე­ბა ეს. დიდი დეპ­რე­სი­ის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე დიდი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ცე­სი­აა სა­ხე­ზე, შე­იძ­ლე­ბა, უა­რე­სიც. ცხა­დად ვხე­დავთ, რომ აშშ-მა მსოფ­ლიო ლი­დე­რო­ბის ყვე­ლა­ნა­ირ როლ­ზე თქვა უარი, ერ­თის მხრივ - დო­ნალდ ტრამპს
ეს არ უნდა და მე­ო­რეს მხრივ - მისი და ფე­დე­რა­ლუ­რი მთავ­რო­ბის მიერ, კრი­ზის­ზე პა­სუ­ხის აშ­კა­რა არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბის გამო.

ჩი­ნე­თი ბევ­რად უკეთ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი პა­სუ­ხი ჰქონ­დათ, ახლა ძლი­ერ პო­ზი­ცი­ა­ზე არი­ან, მა­თი­ვე ეკო­ნო­მი­კით, თან, იმ ყვე­ლა­ნა­ირ აღ­ჭურ­ვი­ლო­ბას აწარ­მო­ე­ბენ, რაც ყვე­ლა და­ნარ­ჩენს გვჭირ­დე­ბა

რას ნიშ­ნავს ეს ყვე­ლა­ფე­რი? რა არის ტრან­სატ­ლან­ტი­კუ­რი ალი­ან­სი, თუ ევ­რო­კავ­ში­რი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბას კარ­გავს, თუ აშშ არ არის ლი­დე­რი? სულ უფრო მეტი იტა­ლი­ე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი კი­თხუ­ლობს - რაში გვჭირ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი, როცა ის არ გვეხ­მა­რე­ბა, რა­ტომ უნდა ვი­ყოთ იქ?! არა­და ისი­ნი პრო­ევ­რო­პე­ლი იტა­ლი­ე­ლე­ბი არი­ან...

თუ ევ­რო­კავ­ში­რი რა­მეს არ მო­ი­ფიქ­რებს სა­ყო­ველ­თაო სო­ლი­და­რო­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად, მით უფრო, იტა­ლი­ე­ლე­ბი­სა და ეს­პა­ნე­ლე­ბის­თვის, მის სა­მო­მავ­ლო არ­სე­ბო­ბას სე­რი­ო­ზუ­ლი საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბა.

მსოფ­ლიო მთლი­ა­ნად იც­ვლე­ბა!
რთუ­ლია ივა­რა­უ­დო, რა იქ­ნე­ბა შემ­დეგ. რაც უფრო დიდი ხანი გაგ­რძელ­დე­ბა, უფრო ღრმა ფეს­ვე­ბი ექ­ნე­ბა, ჩი­ნე­თი ბევ­რად ძლი­ე­რი იქ­ნე­ბა, ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი კი გა­დარ­ჩე­ნის­თვის იბ­რძვის. ეს ჯუნ­გლე­ბის კა­ნონს ჰგავს, ვგუ­ლის­ხმობ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის და NATO-ს იდეა მთლი­ა­ნად კო­ლექ­ტი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე, სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სებ­ზე, კა­ნო­ნებ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ ეკო­ნო­მი­კა­ზეა აგე­ბუ­ლი.

ახლა კი რა ხდე­ბა ჩი­ნე­თის მი­წა­ზე? ერთი ქვე­ყა­ნა შე­თან­ხმე­ბას აღ­წევს სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის დიდ რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, ვი­ღაც სხვა ჩნდე­ბა, პირ­და­პი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბით, "ქე­შით" სავ­სე ჩე­მოდ­ნით, უხ­დის ჩი­ნელ მომ­წო­დე­ბელს უფრო მეტს, და იღებს იმას, რაც უახ­ლო­ე­სი რე­ი­სით სხვა ქვე­ყა­ნა­ში უნდა გა­ეგ­ზავ­ნათ. ყო­ველ­დღი­უ­რად ასე ხდე­ბა და ეს ჯუნ­გლე­ბის კა­ნო­ნია, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი პა­ნი­კა­ში არი­ან.

როცა ხალ­ხი ნაკ­ლებს ფიქ­რობს თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და კო­ლექ­ტი­ურ უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, ფო­კუ­სი­რე­ბას აკე­თებს მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა და ქვეყ­ნის და­სა­ცა­ვად, ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მი ძლი­ერ­დე­ბა, მე­მარ­ჯვე­ნე­ო­ბა, ქსე­ნო­ფო­ბია... არ ვამ­ბობ, რომ ასე მოხ­დე­ბა, მაგ­რამ ის­ტო­რია ერთ სა­უ­კუ­ნე­ზე ნაკ­ლე­ბი ხნის წინ ასე გან­ვი­თარ­და: პან­დე­მია, დიდი დეპ­რე­სია (პირ­და­პირ არ უკავ­შირ­დე­ბო­და პან­დე­მი­ას, მაგ­რამ მა­ინც), მე­მარ­ჯვე­ნე ნა­ცი­ო­ნა­ლიზ­მის აღორ­ძი­ნე­ბა, პრო­ტექ­ცი­ო­ნიზ­მი, ფა­შიზ­მი, მსოფ­ლიო ომი...

იმე­დია, ის­ტო­რი­ი­დან ვის­წავ­ლეთ, ასე­ვე, ვის­წავ­ლეთ ოპ­ტი­მიზ­მი და ის, თუ რო­გორ ვემ­ზა­დოთ COVID-19-ის მე­ო­რე ტალ­ღის­თვის, რო­მე­ლიც ალ­ბათ, შე­მოდ­გო­მა­ზე დაბ­რუნ­დე­ბა, და იქ­ნებ, მე­სა­მე ტალ­ღის­თვი­საც უნდა ვემ­ზა­დოთ...

თუ ვი­სა­უბ­რებთ სა­ქარ­თვე­ლო­ზე ან სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ზე, უმაღ­ლე­სი რან­გის ლი­დე­რე­ბის­გან ყუ­რა­დღე­ბა აღარ იქ­ნე­ბა. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ასე თუ ისე, ახლა მსოფ­ლი­ო­ში გე­ო­პო­ლი­ტი­კა გრძელ­დე­ბა, არა? აშშ-ს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ლა­პა­რა­კობს იმა­ზე, რომ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ას გა­ნა­ახ­ლებს ერაყ­ში, ე.წ. ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ, შე­იძ­ლე­ბა, ირან­შიც; ომი კვლავ გრძელ­დე­ბა სი­რი­ა­ში, ლი­ბი­ა­შიც. ზე­და­პი­რის მიღ­მა, ყვე­ლა­ფე­რი ეს ხდე­ბა, მაგ­რამ მსოფ­ლი­ოს "ტოპ" ლი­დე­რე­ბი არა­ნა­ირ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ.

ასე რომ, ჩვე­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დღე­ე­ბი, რო­დე­საც ერ­თად ვმუ­შა­ობ­დით გე­ო­პო­ლი­ტი­კურ გეგ­მა­ზე, როცა აშშ-ს პრე­ზი­დენ­ტი პი­რა­დად ღე­ლავ­და სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე - დამ­თავ­რე­ბუ­ლია. თუმ­ცა, ეს უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი იყო დო­ნალდ ტრამ­პის დროს და მე ვი­ტყო­დი, ბა­რაკ ობა­მას დრო­საც კი", - ამ­ბობს მე­თიუ ბრა­ი­ზა AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.


ემიგრანტი
10 აპრილი 2020 15:40
ასე , რომ ფრთხილად!!!! ამაზე რუსეთს უკვე ნაფიქრი აქვს....
ტოტო
09 აპრილი 2020 12:39
წყალნი წავლენ და ქვიშანი დარჩებიან.
lasha
09 აპრილი 2020 12:18
ასე რომ ჩვენი თვი ჩვენ უნდა გვეკუთნოდეს და ჩვენ ტვითონ უნდა მივხედოთ ჩვენს თავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები