იტალიის პრემიერი: "ჩვენ რომ მკაცრი კარანტინი თავიდანვე დაგვეწესებინა, გიჟად ჩამთვლიდნენ"
იტალიის პრემიერი: "ჩვენ რომ მკაცრი კარანტინი თავიდანვე დაგვეწესებინა, გიჟად ჩამთვლიდნენ"
იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯუზეპე კონტე მისი მთავრობის მიმართ არსებულ კრიტიკას გამეხმაურა, რომ ქვეყანამ სათანადოდ მკაცრი ზომები ვერ მიიღო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის დროს.

"დრო რომ უკან დაბრუნდეს იგივეს გავაკეთებდი. ჩვენ ჩინეთისგან სრულიად განსხვავებული სისტემა გვაქვს. ჩვენთვის კონსტიტუციური თავისუფლების შეზღუდვა კრიტიკული გადაწყვეტილება იყო და ის ძალიან ფრთხილად უნდა მიგვეღო. ჩვენ მკაცრი კარანტინი და კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვა თავიდანვე რომ დაგვეწესებინა, როცა პირველი კლასტერები გაჩნდა, ხალხი გიჟად ჩამთვლიდა",-აღნიშნა კონტემ.

ცნობისთვის, იტალიის მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკეს არასათანადოდ
მკაცრი ზომების მიღების გამო. ჩინეთის წითელი ჯვრის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში შეზღუდვები რეალურად არ მოქმედებდა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები