რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 131-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 10 131-მდე გაიზარდა

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 10 000-ს გადააჭარბა. ბოლო 24 საათის მანძილზე ინფექცია ქვეყანაში 1459 ადამიანს დაუდგინდა, რითაც მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 10 131 შეადგინა.

ბოლო დღე-ღამის მანძილზე ქვეყანაში 13 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ 76-ს მიაღწია.