ესპანეთის პრემიერი: "ცეცხლი კონტროლირებადი ხდება, ვირუსის წინაარმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება" - კვირის პალიტრა

ესპანეთის პრემიერი: "ცეცხლი კონტროლირებადი ხდება, ვირუსის წინაარმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება"

ესპანეთის ბოლო მონაცემები კორონავირუსთან დაკავშირებით იმედისმომცემია და ქვეყანა ეპიდემიის დამარცხებას იწყებს, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.

"ცეცხლი კონტროლირებადი ხდება.ვირუსის წინააღმდეგ ომი სრული გამარჯვებით დასრულდება",-განაცხადა სანჩესმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.

მან ქვეყნის მოსახლეობას და ყველა რეგიონს ერთიანობისკენ მოუწოდა, რათა დროულად მოხდეს კრიზისიდან გამოსვლა.

"გთავაზობთ ეკონომიკური და სოციალური რეკონსტრუქციის პაქტს. ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთის მხარდამხარ უნდა დაგეს",-განაცხადა სანჩესმა.

ცნობისთვის, ესპანეთში კორონავრუსის 146690 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე ვირუსს ქვეყანაში 14 555 ადამიანი ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"