ბაროზუ "ნაბუკოს" კურირებს - კვირის პალიტრა

ბაროზუ "ნაბუკოს" კურირებს

ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და ევროკომისიის თავმჯდომარე ჟოზე მანუელ ბაროზუმ ხელი მოაწერეს ორ მნიშვნელოვან დოკუმენტს - ერთობლივ დეკლარაციას "ევროკავშირი-აზერბაიჯანი: პარტნიორობა მოდერნიზაციისათვის", აგრეთვე დეკლარაციას სამხრეთ კორიდორის შექმნასთან დაკავშირებით.

მეორე დოკუმენტი ფაქტობრივად პროექტ "ნაბუკოს" პოლიტიკური მხარდაჭერაა მიმართული თურქმენეთსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსკავკასიური გაზსადენის ასაშენებლად. ეს ევროპას საშუალებას მისცემს რუსეთის მხარის ავლით კასპიის აუზიდან ყოველწლიურად მიიღოს 30 მლრდ კუბმეტრი გაზი. აზერბაიჯანიდან ევროკომისიის თავმჯდომარე თურქმენეთში გაემგზავრა. ანალიტიკოსების აზრით, თუ ბაროზუს ვიზიტი აშხაბადში წარმატებული აღმოჩნდა, ამაში კი ეჭვი არავის ეპარება, პროექტი "ნაბუკო" ძლიერ კონკურენციას გაუწევს რუსეთის "სამხრეთ ნაკადს".

ბი-ბი-სი, დიდი ბრიტანეთი