მოკლედ - კვირის პალიტრა

მოკლედ

იაროსლავ კაჩინსკიმ, სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის ძმამ, "პოლონეთის დაცინვა" უწოდა ამ ტრაგედიის მიზეზის შემსწავლელი კომისიის საბოლოო დასკვნას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა არ გამოიყენა ყველა შესაძლებლობა, რათა ჩვენს ქვეყანას მიეღო მონაწილეობა გამოძიებაში. ამის შედეგად მივიღეთ დასკვნა, რომელშიც კატასტროფის მიზეზად ჩვენი პილოტების შეცდომა სახელდება, - განაცხადა პოლონეთის კონსერვატორთა პარტიის, "კანონი და სამართლიანობის" თავმჯდომარე იაროსლავ კაჩინსკიმ.

KvirisPalitra.Geარგენტინის პრეზიდენტ კრისტინა კირშნერის აპარატის თანამშრომელი ბუენოს-აირესის ერთ-ერთ ქუჩაზე შინისაკენ მიმავალი შუადღისას გაძარცვეს. ერთ-ერთმა მძარცველმა იარაღი თავზე მიადო და გამოჰგლიჯა ჩანთა, რომელშიც 68 ათასი დოლარი და 17 ათასი ევრო იდო. ეს თანხა გამოყოფილი იყო ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის ვიზიტის დროს სატრანსპორტო ხარჯების დასაფარავად. კრისტინა კირშნერი იანვრის დამლევისათვის გეგმავს ქუვეითში, ყატარსა და თურქეთში სტუმრობას. არგენტინელი სამართალდამცავები გამოიძიებენ, რატომ შეიარა პრეზიდენტის აპარატის თანამშრომელმა სამსახურის მანქანით შინ, როცა ჩანთაში ხაზინიდან მიღებული ამხელა თანხა ედო.

KvirisPalitra.Geსპარსეთის ყურის არაბულ ქვეყნებში სამთავრობო წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა ქუვეითში კონფერენციაზე გამოსვლის დროს თქვა, რომ მისი აზრით, მომავალში მთელი მსოფლიოს ფორმირება თურქეთისა და არაბული ქვეყნების საქმე იქნება, თუ ისინი საკუთარ თავში იპოვიან ძალის "კავშირის", როგორც მუსლიმანური სამყაროს ცენტრის, შესაქმნელად. ჩანს, თურქეთის პრემიერ-მინისტრს თურქეთ-არაბეთის ძმობა მიაჩნია მუსლიმანური სამყაროს წამყვან ძალად, რომელიც საკმარისად გავლენიანია იმისთვის, რომ პირველ რიგში ვითარება შეცვალოს ახლო აღმოსავლეთში.

ბრიუსელი ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს ემუქრება - თუ იგი არ გაათავისუფლებს მისი რეჟიმის მოწინააღმდეგე უმიზეზოდ დაპატიმრებულ ოპოზიციონერებს, სასწრაფოდ იქნება მიღებული სანქციები ევროკავშირის ტერიტორიაზე ლუკაშენკოს შესვლის აკრძალვაზე.

ზოგიერთი ევროკავშირის წევრი ქვეყნის წარმომადგენელი მხარს არ უჭერს ამ სანქციებს, მაგალითად, იტალია, რომლის თავდაცვის კონცერნ Filmeccanica-ს მინსკში შეკვეთების მიღების იმედი აქვს.

ჩინეთის გლობალური პოლიტიკის ჩარჩოებში ევროპული ფაქტორი სულ უფრო მეტ ადგილს იჭერს. ევროკავშირის ზოგიერთი კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა მოჯადოებულია ჩინეთის გიგანტური სავალუტო პოტენციალით. შარშანდელი შედეგებით ეს რეზერვი დაახლოებით 2,2 ტრლნ ევროს შეადგენს. პეკინის ევროპულ პოლიტიკაში მთავარი აქცენტი მაინც არა ფინანსურ საქმეებზე, არამედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკასთან ურთიერთობაზე კეთდება. ჩინეთი მსოფლიოში სარეკორდო ეკონომიკური ზრდის დემონსტრირებას ახდენს, გერმანია კი (კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ) - ევროკავშირის ჩარჩოებში.