კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი 26 სასულიერო პირს დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი 26 სასულიერო პირს დაუდასტურდა

კიევ-პეჩორის ლავრაში კორონავირუსი 26 სასულიერო პირს დაუდასტურდა, - ამის შესახებ განცხადება კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ გააკეთა.

"აი, რატომ ველოდები წლევანდელ აღდგომას აღელვებული. რამდენჯერმე შევხვდი სხვადასხვა რელიგიური აღმსარებლის წარმომადგენლებს და განვუცხადე, რომ მათ უნდა გააცნობიერონ, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მორწმუნეების უსაფრთხოებაზე," - განაცხადა კლიჩკომ.

შეგახსენებთ, რომ კიევ-პეჩორის ლავრა მომლოცველებისთვის რამდენიმე დღის წინ დაიხურა. გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსი მონასტრის ხელმძღვანელს, მიტროპოლიტ პავლესაც დაუდგინეს, თუმცა ამას ეკლესია არ ადასტურებს.

"ინტერპრესნიუსი"