"საჭიროა მოთმინება, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ, ჩვენ ამ კორონავირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება" - კვირის პალიტრა

"საჭიროა მოთმინება, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ, ჩვენ ამ კორონავირუსთან ერთად მოგვიწევს ცხოვრება"

გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, საზოგადოებას კორონავირუსთან ერთად ცხოვრება მოუწევს მანამ, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ. მისი თქმით, ახლა მოთმინებაა საჭირო.

"საჭიროა მოთმინება. ბევრია დამოკიდებული იმაზე, რომ ადამიანებმა დისტანცია შეინარჩუნონ და ხელები ხშირად დაიბანონ", - აღნიშნა მერკელმა პრესკონფერეციაზე.

მისივე თქმით, მიუხედევად იმისა, რომ ვირუსის გავრცელება მცირედით შენელდა გერმანიაში, კორონავირუსი არ გაქრება მანამ, ვიდრე ვაქცინას არ გამოიგონებენ.

"ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ვირუსთან ერთად უნდა ვიცხოვროთ", - დასძინა კანცლერმა.

ცნობისთვის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ეპიდემიის პიკი იყო, ახალი შემთხვევების რაოდენობამ ნელ-ნელა იკლო. ამ დროისთვის, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 1 605 277 კორონავირუსის შემთხვევაა დარეგისტრირებული. ინფექციას 95751 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

"ინტერპრესნიუსი"