რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 2558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - კვირის პალიტრა

რუსეთში ერთ დღე-ღამეში კორონავირუსის 2558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 2558 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა მთლიანმა რაოდენობამ 18 328-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის შტაბი ავრცელებს.

ამასთან, ვირუსით ბოლო 24 საათში 18 ადამიანი გარდაიცვალა, რითაც დაღუპულთა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა.

"ინტერპრესნიუსი"