ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს - კვირის პალიტრა

ჯო ბაიდენს ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს მისი ყოფილი თანაშემწე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. ტარა რიდის თქმით, ჯო ბაიდენმა მასზე 90-იანი წლების დასაწყისში იძალადა.

ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის როცა რიდიმ ჯო ბაიდენი დაადანაშაულა.

დემოკრატების პრაიმერიზის დროს, ბაიდენი "არასათანადო შეხების გამო" სხვა ქალებმაც გააკრიტიკეს.

ჯო ბაიდენის ოფისი ბრალდებებს უარყოფს.

"ინტერპრესნიუსი"