"მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეწყვეტა" - კვირის პალიტრა

"მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეწყვეტა"

მხოლოდ ეფექტურ ვაქცინას შეუძლია კორონავირუსის გავრცელების სრულად შეწყვეტა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა თედროს ადჰანომ გებრიეისუსმა ბრიფინგზე განაცხადა.

”საბოლოო ჯამში, უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინის შემუშავება იქნება საჭირო გადაცემის სრულად აღმოფხვრისთვის”, - განაცხადა მან.

BBC-ის ინფორმაციით, ექსპერტების უმეტესობის შეფასებით, ვაქცინის მასობრივი წარმოება, რომელიც კორონავირუსის იმუნიტეტს გამოუმუშავებს ადამიანებს, მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, ვერ მოხერხდება.