აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა

აშშ-ში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 23 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ყველაზე მეტი ფატალური შემთხვევა ნიუ-იორკის შტატშია დაფიქსირებული, სადაც 10 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.

რაც შეეხება დაინფიცირებულებს, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 581 000-ს აჭარბებს.