მოსკოვში კორონავირუსი 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

მოსკოვში კორონავირუსი 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა

მოსკოვში კორონავირუსი 18 სასულიერო პირს დაუდასტურდა. ინფორმაციას "ინტერფაქსი“ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვირუსი ერთ ეკლესიაში არ გამოვლენილა და ის რამდენიმე ეკლესიასა და მონასტერშია დაფიქსირებული.

მედიის ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები გამოუვლინდა ასევე დამატებით 2 სასულიერო პირს და მათი ტესტის შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, რუსეთში გუშინდელი მონაცემებით კორონავირუსი 18 328 პირს ჰქონდა დადგენილი. მათ შორის ყველაზე მეტი ინფიცირებული დედაქალაქ მოსკოვშია.

"ინტერპრესნიუსი"