"ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს" - კვირის პალიტრა

"ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს"

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით, მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს და შესაბამისი პირებისგან ანგარიშის ჩაბარების შემდეგ მათ ინფორმირებას მოახდენს.

"მე თვალყურს ვადევნებ ჩერნობილის ზონაში მიმდინარე მოვლენებს. ვიცი, რომ მეხანძრეები ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. მადლობელი ვარ მათი გამბედაობის გამო. ხვალ მოვისმენ ანგარიშს სახელმწიფო საგანგებო საქმეების სამსახურის ხელმძღვანელისგან და დასკვნებს მოგვიანებით გავაკეთებთ. ხალხმა სიმართლე უნდა იცოდეს", - დაწერა ზელენსკიმ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, უკრაინის ჩერნობილის რეგიონში, ძლიერ ხანძრებს ამ დრომდე ვერ აქრობენ. გუშინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცეცხლი მაღალი აქტივობის რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიუახლოვდა.

"ინტერპრესნიუსი"