მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა - კვირის პალიტრა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა დადასტურებულმა რაოდენობამ 2 მილიონ პაციენტს გადააჭარბა. კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, ვირუსი 2 000 231 ადამიანს დაუდგინდა.

რაც შეეხება დაღუპულებს, ოფიციალური ინფორმაციით დაავადებას გლობალურად 126 758 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო გამოჯანმრთელებულია 484 729 პირი.

აღსანიშნავია, რომ ვირუსი ყველაზე მეტი, 61 4246 შემთხვევა აშშ-ია დაფიქსირებული. მას მოსდევს ესპანეთი 174 060 და იტალია 162 488 პაციენტით.