"კორონავირუსი ნარკომანებისთვის და მწეველებისთვის კარგი გაკვეთილია" - კვირის პალიტრა

"კორონავირუსი ნარკომანებისთვის და მწეველებისთვის კარგი გაკვეთილია"

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, კორონავირუსი კარგი გაკვეთილია მწეველებისთვის. "ეს კარგი გაკვეთილია ნარკომანებისთვის და მწეველებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ მათთან დაავადება პნევმონიაში გადადის ხოლმე. ეს კარგი გაკვეთილია, რომ ადამიანები დაფიქრდნენ, როგორ წარმართავენ საკუთარ ცხოვრებას ამ ე.წ. პანდემიის შემდეგ",-აღნიშნა კულაშენკომ.

ცნობისთვის, ბელარუსში კორონავირუსით 4204 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსს ქვეყანაში 40 ადამიანი ემხვრეპლა, თუმცა რამდენიმე დღის წინ ქვეყნის ლიდერმა განაცხადა, რომ "სუფთად კორონავირუსით" ბელარუსში არავინ მომკვდარა და არც მოკვდება.

"ინტერპრესნიუსი"