საბერძნეთში, აღდგომას მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ - კვირის პალიტრა

საბერძნეთში, აღდგომას მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ

საბერძნეთში აღდგომას მოსახლეობის სახლში დარჩენას 52 000 პოლიციელი, ვერტმფრენები და დრონები გააკონტროლებენ. "ასოიეთიდ პრესის" ინფორმაციით, 2004 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ, ეს ქვეყანაში მიღებული უპრეცენდენტო ზომაა.

ამასთან საბერძნეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, რომ დღესასწაულზე ეკლესიებში არ წავიდნენ და არ შეიკრიბონ.

ქვეყნის პოლიციის ხელმძღვანელის, სტავროს ბალსაკასის თქმით, ის იმედოვნებს, რომ ხალხი კანონს დაემორჩილება.

"ყველგან პოლიციელს ვერ დავაყენებთ. თუ ვნახავთ სადმე შეკრებილებს, დავაჯარიმებთ. ჩვენ ეკლესიებთან ვიქნებით და იმედი გვაქვს, იქ ხალხი არ მივა",-აღნიშნა ბალსასკასმა.

ცნობისთვის, მართლმადიდებელი სამყარო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს 19 აპრილს აღნიშნავს. მთელმა რიგმა სასულიერო ლიდერებმა მრევლს მოუწოდეს, ამ დღეებში ეკლესიებში მისვლისგან თავი შეიკავონ.

"ინტერპრესნიუსი"