"უიმედო პაციენტებს სასუნთქ აპარატს ვუთიშავ და მშვიდად სიკვდილის საშუალებას ვაძლევ" - ბრიტანელი ექთნის აღსარება - კვირის პალიტრა

"უიმედო პაციენტებს სასუნთქ აპარატს ვუთიშავ და მშვიდად სიკვდილის საშუალებას ვაძლევ" - ბრიტანელი ექთნის აღსარება

ბრიტანული გამოცმა BBC ემოციურ სტატიას აქვეყნებს, რომელშიც აღწერილია ლონდონის საავადმყოფოს რეანიმაციის ექთნის ხუანიტა ტიტლას Covid-19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებთან მუშაობის ერთი ჯოჯოხეთური დღე.

"Covid-19 -ის მწვავე ფორმით ინფიცირებული მრავალი პაციენტისთვის, ფილტვების ხელოვნურ სავენტილაციო აპარატთან დროული ჩართვა სიკვდილ-სიცოცხლისის საკითხია. თუმცა, ეს მოწყობილობაც კი არ წარმოადგენს ხსნის გარანტიას და ექიმებს, მთელ მსოფლიოში, უწევთ რთული არჩევანის გაკეთება - სასუნთქი აპარატის გამორთვა, როცა იმედი აღარ არის. აპარატის გამორთვა ემოციურად ძალიან მძიმე და მტკივნეულია, გგონია ვიღაცის სიკვდილზე პირადად ხდები პაუხისმგებელი",  - ამბობს ხუანიტა სტატიაში.

სამხრეთ ინდოეთში დაბადებული ხუანიტა უკვე 16 წელია ბრიტანეთის სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემაში მუშაობს. ის ლონდონში კლინიკა "როიალ ფრი ჰოსპიტალის" რეანიმაციის განყოფილების მთავარი ექანია.

"ხელოვნური სუნთქვის აპარატის გათიშვა, როდესაც სხვა აღარაფერი დაგრჩენია, ჩემი სამუშაოს ნაწილია", - ამბობს 42 წლის ხუანიტა.

მომაკვდავის ნება

ერთ დღეს, აპრილის დასაწყისში, როდესაც ხუანიტა დილის ცვლაში მივიდა, განყოფილების უფროსმა უთხრა, რომ Covid-19-ით დაინფიცირებული პაციენტის მკურნალობის შეწყვეტა მოუწევდა. პაციენტი 50 წელს გადაცილებული ექთანი აღმოჩნდა. ხუანიტას მოუწია მისი ქალიშვილისთვიაა ეხსნა, თუ რას ითვალისწინებდა ეს პროცედურა.

"შევეცადე პაციენტის შვილი დამერწმუნებინა, რომ ეს პროცედურა უმტკივნებულო და კომფორტული იქნებოდა. ისიც ვიკითხე, ჰქონდა თუ არა მომაკვდავს რაიმე უკანასკნელი სურვილი მათ შორის რელიგიური ხასიათის".

რეანიმაციის განყოფილებაში საწოლები ერთმანეთის გვერდიგვერდ დგას, ასე რომ მომაკვდავის მეზობლად სხვა უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტებიც იწვნენ.

"ის რვასაწოლიან ბოქსში იწვა, სადაც ყველა მძიმე ავადმყოფი იყო. მე ფარდა ჩამოვაფარე და პაციენტზე მიერთებულ მოწყობილობებს ხმა გავუთიშე". პალატაში მყოფი მედპერსონალი რამდენიმე წუთით გაირინდა...

შემდეგ ხუანიტამ მომაკვდავ ქალს ტელეფონი ყურთან მიუტანა და შვილს დედასთან გამომშვიდობების შესაძლებლობა მისცა.

მომაკვდავის ახლობლების თხოვნით, ხუანიტამ კომპიუტერში მათი არჩეული მელოდია ჩართო, შემდეგ სასუნთქი აპარატი გათიშა.

"მის გვერდით ვიჯექი და მისი ხელი ხელში მეჭირა, მანამ სანამ სული არ განუტევა", - იხსენებს ექთანი.

მკურნალობის შეწყვეტისა და სასუნთქი აპარატიდან გათიშვის გადაწყვეტილებას მედიკოსების ჯგუფი პაციენტის მდგომარეობის, ასაკის, სამედიცინო ისტორიის, მკურნალობის კურსზე რეაქციის და მისი გამოჯანრთელების შანსების შეფასების შემდეგ იღებენ. ხუანიტას შემთხვევაში, მისი პაციენტი, ხელოვნური სასუნთქი აპარატის გათიშვიდან 5 წუთში გარდაიცვალა.

"მე ვხედავდი, როგორ აციმციმდნენ მონიტორზე განგაშის ნიშნები, შემდეგ კარდიოგრამაზე აბსოლუტურად სწორი ხაზი გამოჩნდა", -  ეს გულის გაჩერებას ნიშნავდა.

სიკვდილი მარტოობაში

ამის შემდეგ ექთანმა წვეთოვანი გათიშა, რომელსც პაციენტის სისხლს საჭირო ნივთიერებებით ამარაგებდა.

ამასთანავე, პაციენტის შვილი, რომელმაც არ იცოდა რა ხდებოდა პალატაში, ტელეფონში კვლავ ესაუბრებოდა დედას, ლოცვებს უკითხავდა. ხუანიტას მოუწია მისთვის ემცნო, რომ ყველაფერი დასრულდა.

ხუანიტა ამბობს, რომ პაციეტნის სიკვილის შემდეგ მისი ვალდებულებები არ მთავრდება. მან კოლეგების დახმარებით გარდაცვლილი განბანა, თეთრ ზეწარში გაახვია და სპეციალურ ტომარაში მოათავსებამდე პირჯვარი გადაწერა.

კორონავირუსის ეპიდემიამდე, პაციენტის ახლობლები ექიმებთან პირადად განიხილავდნენ თერაპიის შეწყვეტის პროცედურებს. ეპიდემიამდე რეანიმაციის განყოფილებაში სასიცოცხლო აპარატიდან გათიშვის მომანტში პაციენტის ახლობლების ყოფნაც დასაშვები იყო, მაგრამ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ახლა ეს პროცედურა მთელ მსოფლიოში გაუქმებულია.

"შემაძრწუნებელია უყურო, თუ როგორ კვდებიან მარტოობაში ..." - ამბობს ხუანიტა.

საწოლების ნაკლებობა

"პაციენტების დიდი რაოდენობის გამო, რეანიმაციის განყოფილებაში საწოლების რაოდენობა  34-დან 60-მდე გავზარდეთ. ახლა ყველა საწოლი დაკავებულია. რეანიმაციაში 175 ექთნი მუშაობს. ადრე ჩვეულებრივ რეანიმაციის განყოფილებაში თითო ავადმყოფზე თითო ექთანი მოდიოდა, თუმცა, ახლა 1 ექთანი 3 პაციენტს უვლის და თუ სიტუაცია უფრო დამძიმდა, თითო ექთანზე, 6 პაციენტი მოვა... ზოგიერთ ექთანს კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა და თვითიზოლაციაში გავიდნენ. ამიტომ მოგვიწია სხვა სპეციალობის ექთნების რეანიმაციულ გაყოფილებაში მუშაობისთვის გადაკვალიფიცირება. ყოველი ცვლის წინ, ხელებს ჩავკიდებთ ხოლმე ერთმანეთს და ვიმეორებთ როგორც მანტრას, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ვიზრუნებთ ერთმანეთზე, რათა ყველამ ატაროს ხელთათმანები, ნიღბები და სხვა დამცავი საშუალებები", - ამბობს ხუანიტა.

საავადმყოფოში სასუნთქი აპარატების, ჟანგბადის ბალონების და სხვა აუცილებელი მედიკამენტების ნაკლებობაა. საბედნიეროდ, "როიალ ფრის" მთელი პერსონალისთვის ჯერჯერობით ჰყოფნის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

"რეანიმაციის განყოფილებაში საშუალოდ დღეში 1 სიკვდილის რეგისტრაცია გვიწევს. ეს ბევრად მეტია, ვიდრე საშუალო მაჩვენებელი პანდემიამდე. ეს ძალიან დამთრგუნველია, ღამით კოშმარები მაწუხებს, ვერ ვიძინებ და მეჩვენება, რომ ვინფიცირდები. ჩემი კოლეგებიც შიშობენ".

გასულ წელს ხუანიტა რამდენიმე თვის განმავლობაში ტუბერკულოზით იყო ავად და მშვენივრად იცის, რომ მისი ფილტვების შეძალებლობები შეზღუდულია, მაგრამ, როგორც უფროს ექთანს, ხშირად უწევს საკუთარი შიშების დათრგუნვა.

"ხშირად მეუბნებიან, რომ არ უნდა გავიდე სამსახურში, მაგრამ ახლა პანდემიაა, ამიტომ მიწევს დავივიწყო ყველაფერი და შევასრულო ჩემი სამუშაო... ყოველი ცვლის შემდეგ ვფიქრობ პაციენტებზე, რომლებმაც იმ დღეს გარდაიცვალნენ..." წყარო

მოამზადა ეკა სალაღაიამ