უხანის იმ ლაბორატორიის ფოტოები, საიდანაც შესძლოა ახალი კორონავირუსი გავრცელდა - კვირის პალიტრა

უხანის იმ ლაბორატორიის ფოტოები, საიდანაც შესძლოა ახალი კორონავირუსი გავრცელდა

მსოფლიო კორონავირუსულ პანდემიას ებრძვის. ახალი კორონავირუსის წარმოშობის თაობაზე არაერთი ვერსია ვრცელდება. მათგან ერთ-ერთის თანახმად, გავრცელებული ეპიდემია ლაბორატორიიდან საშიში ვირუსის გაჟონვის შედეგია და ეს პათოგენი ჩინეთის მთავრობამ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში შექმნა. ამ თეორიის უბრალოდ უარყოფა არ გამოდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ ქალაქში ასეთი ინსტიტუტი ნამდვილად არსებობს და იქ საშიშ ინფექციებზეც ნამდვილად მუშაობენ.

ამ რამდენიმე დღის წინ, Foxnews.com გამოაქვეყნა მასალა, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის ახალი შტამი, სწორედ უხანის ლაბორატორიიდან გავრცელდა და ვირუსის წარმომავლობა სწორედ აღნიშნულ ლაბორატორიას უკავშირდება.

გამოცემა სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კორონავირუსი უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ იმისთვის, რომ ჩინეთს ეჩვენებინა და დაემტკიცებინა, რამდენად ძლიერია ვირუსების აღმოჩენისა და მათთან ბრძოლის კუთხით, ამით სურდა ეჩვენებინათ, რომ აღნიშნული თვალსაზრისით არა მხოლოდ თანაბარია აშშ-თან, არამედ მასზე უფრო ძლიერიც.

წყაროები ამბობენ, რომ ვირუსის საწყისი გადაცემა მართლაც ღამურიდან ადამიანზე მოხდა, ოღონდ ეს მოხდა ლაბორატორიაში, ღამურებზე ცდებისას  და ინფიცირებული ე.წ. ნულოვანი პაციენტი უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა, ხოლო ინფიცირების შემდეგ მოსახლეობაში გავიდა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ უხანის ცნობილ ბაზარში, რომელსაც უკავშირდება კორონავირუსის წარმოშობა, არასდროს იყიდებოდა ღამურები, ჩინეთის ხელისუფლებამ კი სპეციალურად გააკეთა ისე, რომ საზოგადოებას აქცენტი ამ ბაზრობაზე გადაეტანა და უხანის ლაბორატორიაზე ეჭვი არ გასჩენოდათ. წყაროს ცნობით, ბაზრის დადანაშაულებით ჩინეთმა ვირუსის გავრცელების რეალური მიზეზის დამალვა და ერთგვარად ყურადღების გადატანა სცადა.

Fox News წყაროზე დაყრდნობით იმასაც წერს, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა და დამალა მონაცემები, ასევე გაანადგურა ნიმუშები, ადრეული ცნობები და ანგარიშები ვირუსის შესახებ.

"ჩვენ დანამდვილებით ვიცით, რომ ვირუსი ჩინეთში, უხანში გაჩნდა. ვიცით, რომ უხანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი არის მცირე მანძილით დაშორებული უხანის ცნობილი ბაზრიდან. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასარკვევი და აშშ-ის მთავრობა გულმოდგინედ მუშაობს ყველაფრის გამოსარკვევად", - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

ერთ-ერთი იტალიური გამოცემა აქვეყნებს უხანის იმ ლაბორატორიის ფოტოებს, საიდანაც შესძლოა ახალი კორონავირუსი გავრცელდა:

(სპეციალურად საიტისთვის)