ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში კორონავირუსი 40-მდე პირს დაუდასტურდა - კვირის პალიტრა

ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში კორონავირუსი 40-მდე პირს დაუდასტურდა

ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში 40-მდე ადამიანი ახალი კორონავირუსით არის დაინფიცირებული, - ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავდაპირველად ვრცლდებოდა ინფორმაცია 20 დაინფიცირებულის შესახებ, თუმცა მოგვიანებით, ეს მონაცემი 40-მდე გაიზარდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ავღანეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას განცხადება არ გაუკეთებია. უცნობია ისიც, არის თუ არა დაინფიციებულთა შორის ქვეყნის 70 წლის პრეზიდენტი აშრაფ ღანიც.

შეგახსენებთ, ოფიციალური მონაცემებით, ავღანეთში კორონავირუსის 933 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვი კი 33-ია.