უკვე მეორე დღეა ჩინეთში კორონავირუსისგან არავინ დაღუპულა - კვირის პალიტრა

უკვე მეორე დღეა ჩინეთში კორონავირუსისგან არავინ დაღუპულა

უკვე მეორე დღეა ჩინეთში კოროავირუსისგან არავინ გარდაცვლილა. ინფორმაციას ქვეყნის ეროვნული ჯანდაცვის კომისია ავრცელებს.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე ვირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 8 იმპორტირებულია.

ცნობისთვის, საერთო ჯამში ჩინეთში კორონავირუსის 82747 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსს ქვეყანაში 4632 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.