გაერო-მ რეზოლუცია მიიღო, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემდეგ, წევრი ქვეყნების მიერ მის თანაბარ და დროულ წვდომას ითვალისწინებს - კვირის პალიტრა

გაერო-მ რეზოლუცია მიიღო, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნის შემდეგ, წევრი ქვეყნების მიერ მის თანაბარ და დროულ წვდომას ითვალისწინებს

გაეროს წევრმა ქვენებმა გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელიც ითვალისწინებს თანაბარ და დროულ წვდომას კორონავირუსის ვაქცინაზე, რომელსაც მომავალში მიიღებენ. რეზოლუცია ასევე ხაზს უსვამს პანდემიასთან ბრძოლის დროს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის უმნიშვნელოვანეს როლს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსოფლიოს ქვეყნებს თანამშრომლობისკენ.

რეზოლუციის თანახმად, როგორც კი მოხდება ვაქცინისა და სამკურნალო პრეპარატების შემუშავება, ის ყველასთვის უნდა გახდეს დროულად ხელმისაწვდომი, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის.

ცნობისთვის, ეს უკვე მეორე რეზოლუციაა, რომელიც გაერომ პანდემიის არსებობის მანძილზე მიიღო. პირველი რეზოლუციით, ორგანიზაცია წევრ ქვეყნებს ასევე ურთიერთანამშრომლობისკენ მოუწოდებდა.

"ინტერპრესნიუსი"