იტალია შეზღუდვების მოხსნას 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყებს - კვირის პალიტრა

იტალია შეზღუდვების მოხსნას 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყებს

იტალია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების მოხსნის გეგმას გაასაჯაროებს. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება.

"ნეტა შემეძლოს იმის თქმა: მოდი ყველაფერი გავხსნათ ახლავე, ხვალიდან... მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იქნება. ასე მოქცევა ვირუსის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვეს და ყველანაირ ძალისხმევას, რაც კი აქამდე გვქონია, ხაზს გადაუსვამს",-აღნიშნა კონტემ.

ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსის 181228 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ევროპის მასშტაბით ვირუსს ყველაზე მეტი, 24114 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ გუშინ იტალიაში ბოლო თვის მანძილზე ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

"ინტერპრესნიუსი"