რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 51 ადამიანი ემსხვერპლა - ინფიცირებულთა რაოდენობა 52 763-მდე გაიზარდა - კვირის პალიტრა

რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსს 51 ადამიანი ემსხვერპლა - ინფიცირებულთა რაოდენობა 52 763-მდე გაიზარდა

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 5642 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდეობა 52 763-მდე გაიზარდა. კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ გამოვლენილი შემთხვევების 45% უსიმპტომო იყო.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსს 51 ადამიანი ემსხვერპლა და საერთო ჯამში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 456-ს მიაღწია.

"ინტერპრესნიუსი"