"სამხილები ცხადყოფს, რომ კორონავირუსი ცხოველური წარმოშობისაა და მისი წარმოქმნა ლაბორატორიაში ან სადმე სხვაგან არ მომხდარა" - კვირის პალიტრა

"სამხილები ცხადყოფს, რომ კორონავირუსი ცხოველური წარმოშობისაა და მისი წარმოქმნა ლაბორატორიაში ან სადმე სხვაგან არ მომხდარა"

ყველა სამხილი, რომელიც ხელმისაწვდომია, ცხადყოფს, რომ კორონავირუსი ღამურებიდან წარმოიშვა, - ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის პრესსპიკერმა ფადელა ჩაიდმა ჟენევაში, ბრიფინგის დროს განაცხადა.

"ყველა სამხილი, რაც ხელმისაწვდომია, ცხადყოფს, რომ ვირუსი ცხოველური წარმოშობისაა და მისი მანიპულირება ან წარმოქმნა ლაბორატორიაში ან სადმე სხვაგან არ მომხდარა",-აღნიშნა ჩაიბმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ Foxs News-მა დაწერა, რომ არსებობს მტკიცებულებები COVID-19-ის უხანის ლაბორატორიაში წარმოშობის შესახებ.

მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ მისი მთავრობა ცდილობს გაარკვიოს, ვირუსის გავრცელება ჩინეთის ლაბორატორიიდან მოხდა თუ არა.

"ინტერპრესნიუსი"