"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ხუთშაბათიდან დაიწყება" - რას აცხადებს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი - კვირის პალიტრა

"კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა ხუთშაბათიდან დაიწყება" - რას აცხადებს ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის მეთ ჰენკოკის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის ადამიანებზე გამოცდა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტში შეიმუშავეს, ხუთშაბათიდან დაიწყება.

ოქსფორდის მკვლევართა ჯგუფის წევრის ცნობით კი, თუკი გამოცდა წარმატებით ჩაივლის, მილიონობით ვაქცინის დოზა გამოყენებისთვის მიმდინარე წლის შემოდგომისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

"შემიძლია განვაცხადო, რომ ოქსფორდის პროექტის ფარგლებში შემუშავებული ვაქცინის ხალხზე გამოცდა ამ ხუთშაბათიდან დაიწყება", - აღნიშნა ჰენკოკმა.

ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ჰენკოკმა ცოტა ხნის წინ ასევე განაცხადა, რომ მთავრობა ვაქცინის შესაქმნელად ყველაფერს აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"