"კიმ ჩენ ინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედი მაქვს, კარგად არის" - კვირის პალიტრა

"კიმ ჩენ ინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედი მაქვს, კარგად არის"

მსოფლიო მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეა ქვეყნის ლიდერის, კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. აღნიშნულ საკითხზე გუშინ არც სახელმწიფო მედიას არ უსაუბრია. ამასთან, გუშინ კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კითხვა აშშ-ის პრეზიდენტ, დონალდ ტრამპსაც დაუსვეს. მისი თქმით, იმედი აქვს, რომ კიმ ჩენ ინი კარგად არის.

"იმედი მაქვს, კარგად არის. მე მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა კარგად იყოს. მინდა მას ვუსურვო წარმატება და წარმატება. ძალიან სერიოზული ცნობები გავრცელდა, მაგრამ არავის დაუდასტურებია. "სიენენი" წერდა და როცა "სიენენი" ავრცელებს მსგავს რაღაცას, მე მას დიდ სანდოობას ვერ მივანიჭებ", - აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, გუშინ გავლენიანმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, რომელსაც ცოტა ხნის წინ გულის ოპერაცია ჩაუტარდა, სავარაუდოდ, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

"ინტერპრესნიუსი"